Wednesday, January 18, 2012



ცომს ვზილავთ შემდეგნაირად: თასში მოათავსეთ: 25 გრამი მშრალი დროჟი დააყარეთ 1 ს.კ. შაქარი, დაასხით 200 მლ თბილი წყალი და დატოვეთ ამოსაფუებლად. დიდ თასში მოათავსეთ ფქვილი, დააყარეთ 1 ს.კ.მარილი. ამოურიეთ. როცა საფუარ ამოფუვდება დაამათეთ 4 ს.კ. ზეთი. ეს ნარევი დაასხით ფქვილს და დაიწყეთ ზელვა. გვერდით თბილი წყალი (36 გრადუსი) მოიდეთ და მოზილეთ მკვრივი ცომი რომელიც ხელზე არ მიგეკრობათ, მაგრამ ხინკალივით მაგარი არ იქნება. ცომს გადააფარეთ ხელსახოცი და დადეთ სადმე თბილ ადგილას. 2-3 საათის გასვლის შემდეგ, გადაზილეთ ცომი და ისევ დადეთ თბილ ადგილას. 2 საათის შემდეგ ცომი მზადაა, შეგიძლიათ გუნდები გააკეთოთ და ისევ დატოვოთ ამოსაფუვებლად ასე 30 წუთით. ცომის გარდა კიდევ დაგვჭირდება ხუთი კვერცხი, ოთხი წინასწარ მოხარშეთ.

გურული სამზარეულო

გურული სამზარეულო